ლოლა სანაია

ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობის, 2003 წლის კურსდამთავრებული. ამავე წლიდან მუშაობს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის მასწავლებლად.
“ალმა მატერი” ჩემთვის მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის. მან ყველაფერი მომცა _ ცოდნა, კვალიფიკაცია... გამიკეთა კარიერა და, რაც მთავარია, შეძლო აფხაზეთში მშობლების დაკარგვით გამოწვეული სიცარიელის შევსება... აქ მართლაც იციან როგორ გასწავლონ, მაგრამ ისიც იციან, როგორ დააფასონ სტუდენტის შრომა...”