საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, სასწავლო რესურსებს შორის, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია . აქ ინახება
15 000-მდე წიგნი და ციფრული მასალა. შეგიძლიათ სასურველი ლიტერატურა მოიძიოთ, როგორც ბუკინისტური, ისე თანამედროვე ფონდებიდან. უამრავი წიგნი ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა. ბოლო ასეთი დახმარება ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის წამყვანმა ლექტორმა ჯეკი სტეფენსმა და ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა ტრევორ კარტრეჯმა გაგვიწია. მათ უნივერსიტეტს აჩუქეს 2500 უახლესი სახელმძღვანელო და აკადემიური წიგნების ბოლო გამოცემები - ეკონომიკისა და ბიზნესის, ინგლისური ლიტერატურისა და იურისპრუდენციის სფეროებში. ტრანსპორტის ხარჯები ღია საზოგადოება “საქართველომ” გაიღო.
ბიბლიოთეკა აღჭურვილია კომპიუტერული და სხვა აუდიო-ვიზუალური ტექნიკით. ციფრული ფონდი შეიცავს მდიდარ შემეცნებით მასალას სხვადასხვა სფეროებში. ის დაგეხმარებათ გაიღრმავოთ ცოდნა კონკრეტული თემების დამუშავების დროს.
საჩუქარი ბიბლიოთეკას
მადლობას ვუხდით ბატონ ლანსელოტ ფლეტჩერს, რომელმაც ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა უნიკალური ციფრული ბიბლიოთეკა და სტუდენტთათვის მნიშვნელოვანი წიგნი ”The Debate on the constitucion".
ამ ახალი შევსებით შეგიძლიათ უკვე ისარგებლოთ.
ბიბლიოთეკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ლანსელოტ ფლეტჩერის რესურსფონდი, რომლითაც ყველა სტუდენტსა და თანამშრომელს შეუძლია ისარგებლოს.