ლაბორატორიები
სამედიცინო ფიზიკის ლაბორატორია
სამედიცინო ფიზიკის ლაბორატორიაში სტუდენტები არა მარტო ეცნობიან ფიზიკურ მოვლენებსა და პროცესებს ამა თუ იმ ფორმით მკურნალობის დროს, არამედ თვითონვე არიან უშუალო მონაწილენი ცდებისა და ექსპერიმენტების, რომელიც ამ ლაბორატოტიაში ტარდება სისტემატურად.
ლაბორატორიული ტექნიკა, რომელიც აქ არის, სრულად პასუხობს ყველა საექსპერიმენტო ამოცანის მოთხოვნებს. სტუდენტებს ურიგდებათ ამოცანათა პაკეტები, რომელიც უნდა ამოხსნან საკუთარი ძალებით ჩატარებული ექსპერიმენტების საფუძველზე. ეს ფორმა მეტად საინტერესოა და შედეგიანს ხდის მეცადინეობებს.
ამ ლაბორატორიას ამავე დროს იყენებენ სტომატოლოგიური კვლევითი ლაბორატორიები.