კარიერის ოფისი
ის ფაქტი რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით,
UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუციის მონაცემებით პირველ ხუთეულშია, ორ მნიშვნელოვან მახასიათებელზე მეტყველებს – ერთი მხრივ, კურსდამთავრებულები სრულად აკმაყოფილებენ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, მეორე მხრივ, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული დასაქმების სისტემა მართლაც ეფექტურად მუშაობს. ამ სისტემის მამოძრავებებლი ცენტრია სწორედ კარიერის ოფისი, რომელიც საქართველოში პირველად ჩვენ უნივერსიტეტში შეიქმნა.
მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა ზრდის პერსპექტივის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის ეფექტიანად წარმართვას, კონკრეტული დახმარება გაუწიოს კურსდამთავრებულებს სამუშაოს მოძებნაში.
თვალყური ადევნეთ კარიერის ოფისის ინფორმაციას როგორც უნივერსიტეტში, ისე მის ვებ-გვერდზე, მონაწილეობა მიიღეთ მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და თქვენ შეძლებთ საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვას.