საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

კომპიუტერული ცენტრი

ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა პერსონალური კომპიუტერის (PC) გარეშე.  უნდა ვაღიაროთ მისი დიდი გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. შევეხებით მხოლოდ იმ მიმართულებებს, რომლებშიც ეს ტექნოლოგიები ვითარდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
 
უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე პერსონალური კომპიუტერებით. ისინი გაერთიანებულია ადგილობრივ ქსელში და ჩართულია ინტერნეტში. კოპიუტერულ ცენტრში არამარტო ეუფლებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, არამედ იყენებენ მეცადინეობების პროცესში.
 
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ფანტომების ლაბორატორიაში არის ცალკე გამოყოფილი კომპიუტერული ქსელი, სადაც დაყენებულია სწავლებისა და ტესტირების სპეციალური პროგრამა.
 
ყველა დეკანატს აქვს თავისი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც გამოიყენება სტუდენტთა აკადემიური მიღწევების ავტომატური გაანგარიშებისათვის.
 
ბიბლიოთეკა აღჭურვილია 16 კომპიუტერით, სადაც სტუდენტებს ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ.
 
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ მუშაობას სპეციალური პროგრამის მიხედვით (მაგალითად, Photo robot). გარდა ამისა, მათთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის მონაცემთა ბაზა, სადც განთავსებულია საქართველოს ყველა საკანონმდემლო აქტი.

 


   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group