საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng



სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

გიორგი ჩიტაიშვილი
 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2003 წლის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური რეიტინგით. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და სიეტლის ცენტრალურ საზოგადოებრივ კოლეჯს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმატებით გაიარა  აღნიშნული კოლეჯის სრული კურსი “ამერიკულ საბუღალტრო  აღრიცხვაში” და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი, რომელიც უფლებას აძლევს მსოფლიოს  ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაოს  ამ სფეროში.
 
2004 წლის სექტემბრიდან იგი უფასოდ სწავლობს შვედეთის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე.
 
,,მე და ჩემი ძმა ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ ალმა მატერის სკოლა-ლიცეუმში ჩავირიცხეთ. დამთავრების შემდეგ არ გვიფიქრია სხვა უნივერსიტეტზე – აქვე გავაგრძელეთ სწავლა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ჩემთვის გასაოცარი ის იყო – როგორ ახერხებდა უნივერსიტეტი ისეთი პროგრამების შემოთავაზებას, სადაც ყველა შესაძლებლობის მქონე სტუდენტი პოულობდა თავის ნიშას . .
 
წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი. ჩემი ოცნება იყო განათლება გამეღრმავებინა საერთაშორისო ბიზნესში საზღვარგარეთ. რამდენიმე უნივერსიტეტში გავაგზავნე ჩემი მონაცემები და ჩემდა სასიხარულოდ შვედეთის ორმა უნივერსიტეტმა თანხმობა განმიცხადა მიღებაზე. შერჩევისას დიდი როლი ითამაშა სიეტლის ცენტრალურ კოლეჯში გავლილმა დისტანციურმა კურსმა, რომელიც უნივერსიტეტმა თავისი ფინანსებით უზრუნველყო. რაც მთავარია, შვედეთისათვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა ალმა მატერში გავლილი პროგრამა და დიპლომი . . . უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი უნივერსიტეტის, ის ნამდვილი ალმა მატერია. . . “
 
   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group