მიღების ცენტრი
პროცედურა
ფინანსები და შეღავათები
ფინანსები და შეღავათები
უნივერსიტეტი, ინარჩუნებს რა სწავლების მაღალ სტანდარტს, ცდილობს განსაზღვროს სწავლის საფასური იმ ოდენობით, რომ მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ის ხელმისაწვდომი იყოს. აპლიკანტებს შეუძლიათ მიმართონ ოფისს ფინანსური შეღავათებისათვის. ამისათვის შეგიძლიათ შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა და გაუგზავნოთ მიღების ოფისს. კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას, შეძლებისდაგვარად, თქვენ სასარგებლოდ მიიღებს.
სწავლის საფასური პროგრამის დამთავრებამდე არ იცვლება, თუმცა ხელშეკრულება დადებული თქვენსა და უნივერსიტეტს შორის ითვალისწინებს ფორსმაჟორს, როდესაც დასაშვებია თანხის კორექცია ინფლაციის პროპორციულად.