საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

ხშირად დასმული კითხვები

მსურს ჩავაბარო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. სად შევიძინო ბუკლეტი და აპლიკაციის ფორმა?
გთხოვთ მიაკითხოთ მიმღებ კომისიას, რომელიც, უფასოდ მოგაწვდით ინფორმაციას და აპლიკაციის ფორმას.

არსებობს თუ არა სპეციალური მოთხოვნები უცხოელი სტუდენტებისათვის?
უცხოელი სტუდენტებისათვის შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებგვერდზე და შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე ინფორმაციის მოპოვება.
 
ვეძებ სპეციფიურ კითხვებზე პასუხს, სად შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება.
უნივერსიტეტის საიტზე არის სპეციალური ფანჯარა ,,კონტაქტი”, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნებისმიერი შეკითხვა.
 
სად მოვიპოვო ინფორმაცია სტუდენტებისა და  შტატის შესახებ?
გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს ან ისარგებლოთ ღია კარის სერვისით და პირადად ესტუმროთ უნივერსიტეტს მისამართზე:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 
ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6, თბილისი, 0160, საქართველო
ვებგვერდზე ასევე მითითებულია ტელეფონი და ფაქსი რითიც შეიძლება დაეკონტაქტოთ ადმინისტრაციას და ფაკულტეტებს.
 
სად მოვიპოვო ინფორმაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ?
განყოფილება ,,უნივერსიტეტი” იძლევა ქრონოლოგიურად, მისი დაარსების და განვითარების ისტორიას, ასევე ინფორმაციას მისი რექტორის შესახებ.
 
ვის დავუკავშირდე კომპიუტერებისა და საავტორო უფლებების უზრუნველყოფისა და ქსელის უსაფრთხოებისათვის?
კომპიუტერების ცენტრი აგვარებს კომპიუტერებისა და ქსელის ყოველგვარ პრობლემას. დაუკავშირდით კომპიუტერების ცენტრი ხელმძღვანელს პროფესორ თენგიზ სამსონიძეს შემდეგ მისამართზე: ten.
 
უზრუნველყოფს თუ არა უნივერსიტეტი საერთაშორისო სტუდენტებს საცხოვრებლით?
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სპეციალური ცენტრი, რომელიც ეხმარება სტუდენტებს ამ პრობლემის მოგვარებაში.
 
მიახლოებით რა ღირს ასეთი საცხოვრებელი?
ფასი არის სხვადასხვანაირი 100 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე თვეში. ეს დამოკიდებულია უბანზე, რომელშიც საცხოვრებელი ბინა მდებარეობს და, ასევე, პირობებზე, რომელიც არის ამა თუ იმ ბინაში.

   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group