|
რეგისტრაციის ოფისი
დოკუმენტების გამოთხოვა
ოფისი აანალიზებს შუალედური და შემაჯამებელი შემოწმების შედეგებს, ამზადებს ინფორმაციას და რეიტინგულ მონაცემებს, აქვეყნებს საიტზე და საინფორმაციო დაფაზე. საიტზე შეგიძლიათ მიიღოთ ის ინფორმაციაც საკუთარ მიღწევებზე, რომელიც საერთო მონაცემებში არ არის აღნიშნული. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდება ყოველი კომპონენტის შედეგების მიღებიდან 10 დღეში. წლის შედეგების ერთი ეგზემპლარი გაიგზავნება თქვენთან ოჯახში.
-
სხვადასხვა საჭიროებისათვის შეიძლება დაგჭირდეთ ცნობა სტუდენტობის შესახებ ან სხვა ტიპის დოკუმენტი. უნივერსიტეტის რეგლამენტით ოფისს, მათი მომზადებისთვის გამოყოფილი აქვს სამიდან ხუთ დღემდე.
-
სტუდენტის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში განცხადებით მიმართეთ ოფისს და წარადგინეთ ორი ფოტოსურათი. ორი კვირის ვადაში ოფისი მოამზადებს ახალ სტუდბილეთს, რისთვისაც უნდა გადაიხადოთ დამატებითი საფასური.
-
გვარის ან სახელის შეცვლის შემთხვევაში განცხადებით უნდა მიმართოთ ოფისს და წარუდგინოთ პირადობის მოწმობა. შესაბამისად შეიცვლება ყველა დოკუმენტი.
|
პერსონალური მხარდაჭერა
აკადემიური მხარდაჭერა
|