მიღების ცენტრი
მოხარული ვართ თუ დაინტერესდით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტით - ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ ავტორიტეტული თანამედროვე ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებით. აქ დაინტერესებული პირებისთვის ფუნქციონირებს მიღების ცენტრი ბაკალავრის, სპეციალისტის, მაგისტრის, დოქტორისა და რეზიდენტურის პროგრამებისათვის.
დოქტორის პროგრამაზე დაშვების ოფისი მუშაობს ყოველდღე 10 საათიდან 18 საათამდე. თქვენთვის საინტერესო კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერი ფორმით - ინტერნეტის მეშვეობით, ფოსტით ან პირადი ვიზიტით.
ღია კარის დღეა ყოველ შაბათს 12 საათიდან 15 საათამდე -შეხვდებით ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემენ. მოგეცემათ საშუალება დაათვალიეროთ უნივერსიტეტის აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლოთეკა. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვდეთ რექტორსაც.