საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

რეგისტრაციის ოფისი

დიპლომების ხარისხები
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, ევროპული ნიმუშის დიპლომს, რომელიც მიღებულია ბოლონიის პროცესის ფარგლებში. მას თან ახლავს დანართი, განმარტებითი ბარათი, რომელიც ყველასათვის გასაგებს ხდის მინიჭებულ ხარისხსა და დიპლომის კლასს. ეს დოკუმენტი აღწერს სწავლის ხასიათს, დონეს, კონტექსტს, შინაარსსა და სტატუსს. ის სრულად შეესაბამება ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPES –ის მიერ შემუშავებულ მოდელს და უზრუნველყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობას და აღიარებას.
 
პროგრამის  დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს ორი დონის დიპლომს.
  • 80% +            წარჩინებისდიპლომი
  • 51% - 79%     დიპლომი
ბაკალავრის პროგრამის სტუდენტი, რომელიც რაიმე მიზეზით შეწყვეტს სწავლას II დონიდან, ხოლო სპეციალისტის პროგრამის სტუდენტი III დონიდან, შესაბამისი კრედიტების მოგროვების შემთხვევაში, მიიღებს სერთიფიკატს არასრული უმაღლესი განათლების შესახებ.
 
ბაკალავრის პროგრამის სტუდენტი, რომელიც ვერ მოაგროვებს 240 კრედიტს, ხოლო სპეციალისტის პროგრამის სტუდენტი 300 კრედიტს - მიეცემა შესაძლებლობა ხელმეორედ გაიაროს ის მოდულები, რომლებშიც ვერ დააგროვა კრედიტების სათანადო რაოდენობა  ხოლო ორჯერ წარუმატებელი მცდელობის  შემთხვევაში - მიიღებს სერთიფიკატს პროგრამის გავლის შესახებ.
 
დიპლომის ახალი მოდელის შემუშავებაში დიდი დახმარება გაგვიწია პროფესორმა ანტონი ჯონ ვიკერსმა. აღსანიშნავია, რომ იგი სხვა საინტერესო საკოთხებზეც უწევს უნივერსიტეტს კონსულტაციებს, რისთვისაც რექტორატი მას გულწრფელ მადლობას უხდის. 
 


   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group