საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

რეგისტრაციის ოფისი

დიპლომის დუბლიკატი

 ზოგჯერ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შესაძლოა დიპლომი ან დანართი დაკარგოთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენივე ფაკულტეტის რეგისტრაციის ოფისს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე უნივერსიტეტის დამთავრების წლის მინიშნებით
  • ცნობა პოლიციიდან, რომ თქვენ განაცხადეთ ამ ფაქტის შესახებ
  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი
დოკუმენტების წარდგენის დღიდან, ერთი თვის ვადაში მიიღებთ დიპლომის დუბლიკატს. ამ სერვისის საფასურია 100 ლარი.
 

უცხოეთში ყოფნის შემთხვევაში, ყველა ეს დოკუმენტი (პასპორტის დედანის ნაცვლად ნოტარიალურად დამოწმებული ასლი) უნდა გამოაგზავნოთ ფოსტით. განცხადებაში მიანიშნეთ როგორი ფორმით გსურთ დიპლომის მიღება, ფოსტით თუ ანდობთ ვინმეს. ამ უკანასკნელ  შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს უნდა დაუმატოთ ნოტარიალური წესით დამოწმებული მინდობილობა. ფოსტით მომსახურების შემთხვევაში უნივერსიტეტის ანგარიშზე 100 ლარის გარდა, დამატებით, უნდა გადმორიცხოთ 35 აშშ დოლარი საფოსტო მომსახურებისათვის. ანგარიშის გაგება შეგიძლიათ ონლაინ კონტაქტით. 


   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group