საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

უნივერსიტეტის განვითარება
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დაარსდა ერთი წლის შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი კერძო უმაღლესი სასწავლებლების გახსნის შესახებ.
 
ეს ერთი წელი უნივერსიტეტის დამფუძნებლებს დასჭირდათ იმისათვის, რომ შეესწავლათ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემები, პედაგოგიური ტექნოლოგიები. ამან საფუძველი მოამზადა სწავლებისა და სწავლის დასავლური მოდელის შესაქმნელად, რამაც განაპირობა უნივერსიტეტის შემდგომი წარმატებები.
 
უნივერსიტეტი ყურადღებით ატარებდა მარკეტინგულ კვლევებს, რამაც უკარნახა გაეხსნა ახალი, ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი სპეციალობები.
 
დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ცნობილი და პრესტიჟული უნივერსიტეტია. მისი რეპუტაცია განისაზღვრება, უპირველეს ყოვლისა, მდიდარი სასწავლო რესურსით - მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელსაც ჯერ-ჯერობით ტოლს ვერ უდებენ საქართველოში, აგრეთვე, სწავლებისა და სწავლის იმ უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან.
 
უნივერსიტეტში 800-ზე მეტი სტუდენტის განათლების საქმეს 150-მდე პროფესორი და მასწავლებელი ემსახურება. არაერთი ამერიკელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტი ავსებს ქართველი პროფესურის რიგებს - კითხულბს ლექციებს პერიოდულად, ატარებს კვლევებს სტუდნეტებთან ერთად. ჩვეულებრივი მოვლენაა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, ტელეჟურნალისტ სტუდენტთა შემოქმედებითი პრეზენტაციები, საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში გამარჯვებები და სხვ.
 
მიღწეულ წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2002 წელს UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, შრომის ბაზარზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ მომზადებულ სპეციალისტებზე მოთხოვნამ 86 პროცენტს მიაღწია და ამ მაჩვენებლით იგი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის პირველ ხუთეულში აღმოჩნდა.
 
უმნიშველოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამარჯვება Tempus TACIS-ის პროექტში, რომელმაც საშუალება მისცა მოკლე დროში გადასულიყო სწავლებისა და სწავლის ევროპულ სტანდარტებზე. პირველად საქართველოში, საუნივერსიტეტო მასშტაბით, სწორედ აქ, 2002 წლიდან დაინერგა კრედიტის ტრანფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS), ინტერაქტიური სწავლების ტექნოლოგიები, პედაგოგიური შტატის პერმანენტული განვითარებისა და აკადემიური ხარისხის მართვის ერთიანი სისტემა. პირველად საქართველოში, აკადემიური პროგრამები შეიქმნა  მოდულების გამოყენებით. (აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების სფეროში მხოლოდ 2005 წლიდან ინერგება ეს სიტემა ახალი კანონმდებლობის შესაბამისად). ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორები იყვნენ ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი).
 
პროექტის წარმატებით განვითარებამ მოამზადა ნიადაგი საერთაშორისო ურთიერთობების მეტად გაღრმავებისათვის. არაერთ პროექტთა შორის აღსანიშნავია  მემორანდუმი ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ეხება საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის სტუდენტთა გაცვლას. ამ მემორანდუმის კოორდინატორია საქართველოს მხრიდან  პროფესორი მანანა რუსიეშვილი, ხოლო  ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტიდან პროფესორი ტრევორ კარტლეჯი, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიანიჭა საპატიო პროფესორის წოდება.
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი დიდად აფასებს პარტნიორობას ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტთან და ლუნდის უნივერსიტეტთან. იგი გამოხატავს თავის მადლიერებას Tempus TACIS-ის პროექტის დირექტორის ბატონ კოლინ ლავის, კოორდინატორის პროფესორ მანანა რუსიეშვილისა და პროექტის წევრების ბატონ ტრევორ კარტლეჯის, ქალბატონ ჯეკლინ სტეფანსის და ბატონ იან ჰელბერგის მიმართ.
 
ისტორიულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის, მისი მეუღლის, ლორა ბუშისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მიერ გაკეთებული შეფასებები უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ. ეს არამარტო პატივია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისათვის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, არამედ მაღალი პასუხისმგებლობა და სტიმული საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.

   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group