ქალბატონებო და ბატონებო,
გმადლობთ, რომ დაინტერესდით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვებ-გვერდით და შემოთავაზებული სერვისით.
დაგვეთანხმებით, რომ მიუხედავად სპეციალისტთა სიმრავლისა, არ არის ადვილი ისეთი სპეციალისტების მოძებნა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს, და რაც მთავარია, თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ. გვინდა შემოგთავაზოთ ჩვენ მიერ მომზადებული კადრები. დარწმუნებული ვართ ისინი შეესაბამებიან თქვენ მოთხოვნებს.
რა საფუძველი გვაქვს ასეთი თამამი განცხადებისა:
-
უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით შეიქმნილი, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ინტეგრირებული,
აკადემიური პროგრამები
-
სწავლისა და სწავლების უახლესი ტექნოლოგიები _ კეისმეთოდები, მოდელირება, დისკუსიები და ა.შ.
-
უნივერსალური სასწავლო რესურსები - კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები, ტექნიკური აღჭურვილობა, ზოგიერთ მათგანს დღესაც არა აქვს ანალოგი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში
-
პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი, რომელსაც შეადგენს თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიებით აღჭურვილი კადრი
-
ცნობილ ქართველ მოღვაწეთა და უცხოელ სტუმართა შეფასებები
-
მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგები –
UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, ჩვენი უნივერსიტეტი დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია.
. . . და კიდევ რაღაც, რაც მხოლოდ ,,ალმა მატერისათვისაა” დამახასიათებელი, რისი გადმოცემაც მოკლე ტექსტით მეტად ძნელია.
თუ დარწმუნდით ჩვენ შესაძლებლობებში, შეგიძლიათ შეავსოთ ფორმა
ინფორმაცია სპეციალისტის შესახებ და გადაგზავნოთ კარიერის ოფისში. 5 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ პასუხს.