კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები
ანტიტერორისტული კვლევის ცენტრი
ანტიტერორისტული კვლევის ცენტრის დირექტორია ალექსანდრე თვალიაშვილი.
ცენტრის მიზანია საერთაშორისო ტერორიზმის მიზეზების დადგენა და გამოკვლევა დიაქრონულ ჭრილში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო გამოცდილების შესწავლა, კონკრეტული მეთოდებისა და ხერხების ანალიზი, ორიგინალური დანაშაულის საფუძვლების კვლევა, ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლისათვის ზოგადი და კონკერტული ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება და ხელისუფლებისათვის წადგენა, ტერორიზმით დაზარალებული ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ა. შ.
ცენტრი აწყობს კონფერენციებს, სემინარებს, სასწავლო კურსებსა და დისკუსიებს. ამ ცენტრში მომზადდა სპეციალური კურსი უმაღლესი სასწავლებლებისათვის ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე, რომელიც აპრობაციას გადის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ცენტრს მჭიდრო კავშირი აქვს ისრაელისა და ამერიკის საელჩოებთან, საიდანაც მან მიიღო თვალსაჩინო და ვიდეო მასალა. ცენტრის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩაბმული იურიდიული და ჟურნალისტიკის პროგრამების სტუდენტები.
ცენტრს მრავალმხრივი საერთაშორისო კონტაქტები აქვს. ის აირჩიეს საერთაშორისო ანტიტერორისტული კომიტეტის ნამდვილ წევრად.