15 აგვისტოს უნივერსიტეტმა მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი.

თეთრი სახლი, ვაშინგტონი
1 ივლისი, 2005
ბატონ მამუკა თავხელიძეს
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
თბილისი
საქართველო
ძვირფასო მამუკა,
გმადლობთ წიგნისათვის ათი ფედერალისტური წერილი.
მე ვაფასებ თქვენ კეთილ ჟესტს და ყურადღებას.
ლორა და მე გიგზავნით საუკეთესო სურვილებს.
გულწრფელად,
ჯორჯ ვ. ბუში
23 მაისს უნივერსიტეტმა მიიღო
ამერკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო მდივნის
კონდოლიზა რაისის წერილი.

სახელმწიფო მდივანი
ვაშინგტონი. 23 მაისი, 2005
ძვირფასო ბატონო თავხელიძე,
გმადლობთ საინტერესო წიგნისათვის ,,ათი ფედერალისტური წერილი: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი და ჯონ ჯეი”. პატივია მიიღო წიგნი, რომელიც ეხება ამერიკული პოლიტიკური აზროვნების კონცეფციებს და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიზეზს. მე განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, რომ ეს იყო მიძღვნილი პრეზიდენტ ბუშისადმი, რომელიც არის მსოფლიოში დემოკრატიის მშენებლობის ჩემპიონი.
შეერთებული შტატები მიიჩნევს საქართველოს მოკავშირედ. მინდა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ თბილი მეგობრობა და პარტნიორობა.
გულწრფელად,
კონდოლიზა რაისი
ინფორმაციისათვის
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმა მიხეილ გოგატიშვილმა, გიორგი ბარამიძემ, სტუდენტების - ნინო ჩხეიძის, ოთარ ქანთარიას, დავით ნორაკიას მონაწილეობით და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის პროფესორ ლანცელოტ ფლეტჩერის რედაქტორობით თარგმნეს ამერიკელი ფედერალისტების - ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონის და ჯონ ჯეის ათი წერილი. ნაშრომი გამოსცა უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრმა ქართულ-ინგლისურ ენებზე და მიუძღვნა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ვიზიტს საქართველოში.
წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა ამერიკელ სპეციალისტებს შორის და ვიზიტის დროს, საჩუქრად გადაეცა ბატონ ჯორჯ ბუშს, მის მეუღლეს ლორა ბუშს და ქალბატონ კონდოლიზა რაისს.
უნივერსიტეტმა ძალიან მალე მიიღო მათგან მადლობის წერილები. ამან კიდევ უფრო მეტად წაახალისა მთარგმნელთა ჯგუფი და ინტენსიურად შეუდგა პროექტის მეორე ნაწილის განხორციელებას.