საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი
დასაქმება და სტუდენტური სესხები...   

აკადემიური პროგრამები

უნივერსიტეტი ახორციელებს ხუთ აკადემიურ პროგრამას: დიპლომირებული მედიკოსის, ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის, რეზიდენტის.
 
დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური პროგრამა ერთსაფეხურიანია და ხორციელდება მხოლოდ მედიცინის ფაკულტეტზე   - მოიცავს 5 აკადემიურ წელს. მისი მიზანია სპეციალისტების მომზადება პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის, რაც  ხელს არ უშლის, კურსდამთავრებულს, სწავლა განაგრძოს სარეზიდენტო პროგრამით.
 
ბაკალავრის აკადემიური პროგრამა მოიცავს 4 აკადემიურ წელს. მისი მიზანია სტუდენტთა პროფესიული მომზადება და შესაბამისი სპეციალობის თეორიული საფუძვლების იმ მოცულობით სწავლება, რაც აუცილებელია მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ან მუშაობის დასაწყებად. ბაკალავრის პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და იურიდიულ ფაკულტეტებზე.
 
სამაგისტრო აკადემიური პროგრამის მიზანია სტუდენტთა მომზადება სამეცნიერო _ კვლევითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, აგრეთვე, კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალობის შეცვლა. ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი პროგრამათა იდენტურობა _ შესაძლებელია საბაკალავრო პროგრამის სხვა სპეციალობით დამთავრება და მაგისტრატურაში სხვა სპეციალობით სწავლის გაგრძელება. ხარისხის მინიჭებისათვის საჭიროა 120 კრედიტის დაგროვება.  სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება ბიზნესისა და მართვის, იურიდიულ და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. სწავლის ხანგრძლივობა ორი წელია.
 
სადოქტორო აკადემიური პროგრამის განხორციელება უნივერსიტეტში დაიწყო 2005 წლიდან - საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიღების შემდეგ.  ამ პროგრამაზე დაიშვებიან სამაგისტრო ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები. პროგრამის დასრულებისათვის საჭიროა 180 კრედიტის დაგროვება. მისი  დასრულების და დისერტაციის დაცვის შემდეგ დოქტორანტს ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო პროგრამა ხორციელდება ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  იურიდულ  და ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტებზე.
 
სარეზიდენტურო პროგრამა გულისხმობს პოსტდიპლომურ განათლებას ექიმი სტომატოლოგებისათვის.  უნივერსიტეტის კლინიკა აღიარებულია სახელმწიფო სარეზიდენტურო ბაზად, მსურველები საუნივერსიტეტო კლინიკაში გაივლიან პროგრამას სახელმწიფო სარეზიდენტურო ცენტრის მეშვეობით.

   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group