კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები
სტომატოლოგიურ დავადებათა მკურნალობის კვლევითი ლაბორატორია
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 1997 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო სტომატოლოგიურ დავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და მასალების სამეცნიერო კვლევითმა ლაბორატორიამ.
სტომატოლოგიურ დისციპლინათა კათედრის გამგის, მედიცინეს მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ ოქროპირიძის მიერ 1998 წელს შეიქმნა ოსტეოპლასიური მასალა HA–ფაგი. აღნიშნული პრეპარატის დამზადება წარმოებს ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში პროფესორ თ. ოქროპირიძის, პროფესორ გ. მენაბდისა და პროფესორ ტ. გაბისონიას მონაწილეობით.
HA–ფაგის ექსპერიმენტული გამოცდა ჩატარდა წინამძღვრიძვილის სახელობის კარდეოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის განყოფილებაში და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში პროფესორ თ. ოქროპირიძის და პროფესორ რ. კაპანაძის მიერ.
HA–ფაგის, როგორც ოსტეოპლასტიური მასალის კლინიკური აპრობაცია ჩატარდა 2001 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ქირურგიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიურ კათედრაზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ დისციპლინათა კათედრაზე, კლინიკა ,,დენტექსში”, კლინიკა ,,ალმა-დენტში”.
ახალი ოსტეოპლასტიური მასალების მოწოდება მნიშვნელოვანია ისეთი დაავადებების მკურნალობისას, რომელთაც თან ახლავთ ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქცია. ამდენად, HA–ფაგის შექმნა არის წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან შესაძლოა მისი ფართო გამოყენება პაროდონტის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას მოტეხილობების და სიმსივნეების პოსტოპერაციულ პერიოდში ძვლოვანი ქსოვილის დეფექტის აღსადგენად. HA–ფაგის გამოგონებისათვის გაცემულია პატენტი მეცნიერებზე: პროფესორი თ. ოქროპირიძე, პროფესორი გ. მენაბდე, პროფესორი თ. გაბისონია. აღნიშნული პრეპარატის სემედიცინო მიზნებისათვის გამოყენებისათვის ოფიციალური ნებართვაა გაცემული საქართველოს ფარმაკოლოგიური კომიტეტის მიერ.