საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng

სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

სახელმწიფოს მართვა

ბაკალავრის პროგრამა

 
I კურსი
 
კრედიტი                                                             8
 
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                             5
 
კრედიტი                                                             6
 
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                     10
 
 

II კურსი

კრედიტი                                                     10
 
კრედიტი                                                     10
 
კრედიტი                                                     6
 
კრედიტი                                                     8
 
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                     5
 
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                             10
 
 
III კურსი
 
კრედიტი                                                             6
 
კრედიტი                                                             5
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                             6
 
კრედიტი                                                             6
 
კრედიტი                                                             10
 
 
IV კურსი
 
კრედიტი                                                             5
 
კრედიტი                                                             5
 
კრედიტი                                                             8
 
კრედიტი                                                             8
 
კრედიტი                                                             10
 
კრედიტი                                                             8
 
 
 
 
I კურსი
 
კოდი                                                                     LAWI21
კრედიტი                                                             8
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                             ლორია არჩილ
 
მოდული ხელს შეუწყობს სტუდენტს: საზოგადოების ორგანიზაციის ფორმების, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიული ტიპების ჩამოყალიბების და ტრანსფორმაციის ძირითადი კანონზომიე-რებების გააზრებასა და მისი არსის გაგებაში. ჩამოუყალიბებს სტუდენტებს სახელმწიფოსა და სამართლის საწყისი ცნებების, კატეგორიების და კანონზომიერებების ცოდნას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვა იურიდიული დისციპლინების შესწავლას.
 
 
 
 
კოდი                                                                     BUSII1041 
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                              მუჩიაშვილი მარინა
 
ამ მოდულის მიზანია ეკონომიკის პრინციპების შესწავლა. მათი ცოდნის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ეკონომიკური აზროვნების სისტემის ჩამოყალიბება, ეკონომიკური პერსპექტივების გააზრება, ძირითად ეკონომიკურ კატეგორიებში გარკვევა და, შესაბამისად, მაღალ პროფესიონალად ფორმირება.
სწავლის პერიოდში განვიხილავთ საკითხთა ფართო წრეს:
ეკონომიქსის არსს, ეკონომიის პრობლემას, ინდივიდუალურ ბაზრებს, საბაზრო სისტემას, აშშ-ს ეკონომიკას, როგორც საბაზრო ეკონომიკის მოდელს, კერძო და სახელმწიფო სექტორებს, საქართვე-ლოს ეკონომიკას, საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს მსოფლიო ეკონომიკაში, წრებრუნვის მოდელს. დეტალურად შევისწავლით პროდუქტების ბაზარს, რესურსების ბაზარს და სახელწიფო სექტორს, ეროვნულ შემოსავალს, დასაქმებასა და ფისკალურ პოლიტიკას, მონეტარულ პოლიტიკას.
მოდულის შესწავლის შემდეგ თქვენ გექნებათ საჭირო ფუნდამენტალური ცოდნა სხვა სპეციფიკური ეკონომიკური დისციპლინების დაუფლებისათვის
 
 
 
კოდი                                                                     SOCII1021
კრედიტი                                                             5
სემესტრი                                I-II
მოდულის ხელმძღვანელი                                მხეიძე მაკო
 
ამ მოდულის მიზანია გაგაცნოთ თუ რას წარმოადგენს  ადამიანის ფსიქოლოგია რომელიც საფიძვლად უდევს სხვადასხვა ადამიანის უნიკალურობას და მის ქვევას. ზოგადი ნაწილის შესწავლა საფუძველს ჩაუყრის ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას, რომელიც დაგეხმარებათ სამყაროს ყველაზე შეუცნობელი - ადამიანის სულის სტრუქტურაში გარკვევაში.
ერთად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, რომელიც ყველა ადამიანისათვის საინტერესო  და აქტუალუ-რია, შევძლებთ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან მეცნიერული და ყოფითი მიდგომა ადამიანის ქცევისა და ბუნების მიმართ.
განსაკუთრებულ ყურადყებას დავუთმობთ ადამიანის ფსოქოლოგიის იმ ძირითადი საფუძვლების შესწავლას, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელია განიხილებოდეს ცალკ-ცალკე, ასევე შევისწავლით იმ კომპონენტებს, რომელიც ადამიანს უნიკალურობას ანიჭებს. განვიხილავთ ისეთ კომპონენტებსაც, რომელიც ადამიანთა გარკვეულ კატეგორიებში, ჯგუფებსა თუ სტრატებში მოხვედრას განაპირობებს.
 
 
კოდი                                                                     HUMI761
კრედიტი                                                             6
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                              ხარბედია რუსუდან
 
განემარტოს ქართული ენის რაობა და გაარკვიოს მისი ადგილი კომუნიკაციის სხვა ფორმებთან მიმართებაში, წარმოაჩინოს ქართული ენის უდიდესი როლი ქართველი ერის კომპაქტურობის შენარჩუნებაში, ერთიანი და ეროვნული სახელმწიფოებრივი შეგნების ჩამოყალიბებაში და   განმარტოს ქართული  ენის სამართლებრივი ტერმინოლოგია  თანამედროვე ეტაპზე.  ამასტან, კურსის ძირითადი ამოცანაა _ წარმოადგინოს ტანამედროვე ქართული ენის სამართლებრივი ტერმინოლოგიის მრავალფეროვნება.
 
 
კოდი                                                                     UNII981
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                                ებრალიძე სოფიო
 
მოდულის მიზანია  ჩამოგიყალიბდეთ  სწორი მეტყველების კულტურა, რაც აუცილებელია თქვენი პროფესიისათვის.
მოდული განიხილება ორ ასპექტში: ერთი განისაზღვრება მეტყველების ტექნიკით (სუნთქვა, ხმა, დიქცია), მეორე კი, მისი მხატვრული მხარით. სუნთქვაზე, ხმაზე და დიქციაზე მუშაობა საგნის სწავლების პირველი ეტაპია, მისი ტექნოლოგიური მხარეა. მეორე ეტაპი კი მხატვრული მრავალფეროვნების მიღწევა და ჩამოყალიბებაა.
ორატორული ხელოვნების აუცილებელი თვისებებია: ენის სიწმინდე, მსჯელობის სიცხადე და ლოგიკურობა, ენერგიულად გამოხატული ინტონაცია, ემოციურობა, მოწესრიგებული მეტყველების ტექნიკა, რიტმის შეგრძნება. ყოველივე ამას  თქვენ მიაღწევთ პედაგოგის და პროფესიონალების მიერ შემუშავებული ტექნიკური სავარჯიშოების დახმარებით.
 
 
კოდი                                                                     PADII851
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                             მოსულიშვილი მანანა
 
ამ მოდულის მიზანია შევისწავლოთ სახელმწიფო მართვის თანამედროვე სისტემები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაგალითზე; განვსაზღვროთ სახელმწიფო მართვის თანამედროვე სისტემაში საკანონმდებლო; აღმასრულებელი და სახელმწიფო ხელისუფლების ადგილი და როლი; სახელმწი-ფო მართვის ტერიტორიული დონეების სპეციფიკურობა (ფედერაციის სუბიექტი, ავტონომია, რეგიონი, რაიონი); სახელმწიფო მართვის სტრუქტურული მოდელები; სახელმწიფოს ადმინის-ტრაციული ორგანოების ფუნქციები; სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუტის სპეციფიკურობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.
 
 
კოდი                               
კრედიტი                            10
სემესტრი                           I - II
მოდულის ხელმძღვანელი      ასოც. პროფესორი დალი ქადაგიშვილი
 
 
I დონე
 
მოდულის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს გრამატიკის საფუძვლები: არსებითი სახელი, არტიკლი, ზედსართავი სახელი (შედარების ხარისხები), ზმნის დროები და სხვ. სტუდენტები გაეცნობიან ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საქართველოს ისტორიას ამ ხალხთა ადათ-წესებს. მათ გამოუმუშავდებათ წერის უნარ_ჩვევები, დაეფლებიან მართლწერას.
 
 
II დონე
 
სტუდენტი გრამატიკას ეუფლება იმ მიზნით, რომ შეძლოს ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის სწორად აგება და მეტყველების დროს მისი სწორად გამოყენება. მისი თემატური ლექსიკის მარაგი მაქსიმალურად იზრდება შერჩეული სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით. სტუდენტი სწავლობს გამართულ წერას. იხვეწება წერითი მეტყველება, საკუთარი აზრის გამოყენება ხდება თავისუფლად.
 
III დონე
 
მოდულის მიზანია სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლოს გრამატიკა, რაც ემსახურება გრამატი-კის თავისუფლად გამოყენებას თარგმნისას, რეფერატზე, თხზულებაზე მუშაობისას და კომუნიკა-ციის დროს. სტუდენტებმა უნდა შეძლონ თხზულების დაწერა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკითხებზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, ურთიერთობებზე და სხვა პრობლემებზე.
 
 
 

II კურსი

 
კოდი                                                                     LAWII241
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                              ლორია ხათუნა
 
ამ მოდულის მიზანია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მყარი სამართლებრივი ცოდნის მიწოდება სახელმწიფო მმართველობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხებზე. ამ საგნის შესწავლის შედეგად სტუდენტი თავისუფლად უნდა ერკვეოდეს მმართველობის ორგანოთა სისტემის აგებულებაში, უნდა იცოდეს მოქალაქეთა ძირითადი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უფლებები და მათი იურიდიული გარანტიები. ჩვენ ერთად განვიხილავთ საკითხების ფართო წრეს_გავაანალიზებთ მთელ რიგ პრობლემატურ საკითხებს, რომლებიც წამოიჭრება მეცნიერებასა და პრაქტიკაში.
 
 
 
 
კოდი                                                                     LAWIII391
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                             მარინაშვილი მარინა
 
მოდული დაეხმარება სტუდენტს კონსტიტუციონალიზ-მის იდეის, მისი  ჩამოყალიბებისა და ძირითადი კანონზომიერებების, კონსტიტუციათა კლასიფიკაციის არსის გაგებაში, ასევე ხელისუფლების დანაწილების არსის გათვითცნობიერებაში.  ჩამოუყალიბებს კონსტიტუციონალიზ-მის საწყისი ცნებების, კატეგორიების და კანონზომიერებების ცოდნას, რათა მან შესძლოს ცალკეული ქვეყნების კონსტიტუციური საფუძვლების დახასიათება და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების გაგება
 
 
კოდი                                                                     LAWII991
კრედიტი                                                             6
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                              რაზმაძე ნოდარ
 
კურსი მიზნად ისახავს იმ ძირითადი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების და მათი მარეგულირებელი ნორმების გაცნობას, რომელთანაც ყველაზე ხშირად აქვს შეხება სახელმწიფო მოხელეს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
კურსის აღწერა - ჩვენ შევისწავლით სამოქალაქო სამართლის მატერიალურ ნაწილს და მისი ათვისებისას არ შემოვიფარგლებით მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ სხვადასხვა ინტენსივობით შევეხებით სამოქალაქო კანონმდებლობის შემადგენელ სხვა ნორმატიულ აქტებსაც (ინტელექტულური საკუთრება, მიწასთან და სხვა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობები და სხვა).
სასწავლო პროგრამაში შევა სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი ასე განსაკუთრებული ნაწილი, მაგრამ არა ყველა თავი ან თემა, არამედ მხოლოდ ის თეორიული საწყისები, რაც აუცილებელი რეალური პრაქტიკული ცოდნის მისაღებად მომავალი სახელმწიფო მოხელისათვის.
 
 
კოდი                                                                     PADII1001
კრედიტი                                                             8
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                                იმერლიშვილი მარინა
 
წინამდებარე მოდულის მიზანია საბაზისო წარმოდგენის შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთო-ბების  როლზე თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებასა და საბაზრო ეკონომიკაში, საზოგადოე-ბასთან ურთიერთობების როგორც პროფესიის, მეცნიერების და ბიზნესის წარმოშობის, ჩამოყალიბებისა და განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე. მოდულში განხილულია თანამედროვე საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) ძირითადი  პრინციპები და მეთოდები, PR-ღონისძიებების კლასიფიკაცია და PR-დოკუმენტების სახეები, PR ძირითადი სუბიექტების ორგანიზაციულ-სტრუქტურული აგებულება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა  PR სპეციალისტი-სადმი მოთხოვნებს, ეთიკას და პროფესიულ სტანდარტებს.
 
 
 
კოდი                                                                     PADII861
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                                ლაგაზიძე ხათუნა
 
სახელმწიფო მოხელის სპეციალობა გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მათ შორის, რომლებმაც წარმმართველი როლი უნდა შეასრულონ ქართული სახელმწიფოებრიობის ფორმირების პროცესში. სახელმწიფო მართვის თეორია კი ამ სპეციალობის ცენტრალურ დისციპლინას წარმოადგენს. მისი შესწავლის მიზანია გაეცნოთ და აითვისოთ სახელმწიფოს მართვის თანამედროვე ფორმები და მეთოდები, რომლებიც წარმატებით არის აპრობირებული მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მმართველობითი სტურქტურების მიერ. სახელმწიფო მართვა, ბუნებრივია, არ არის მხოლოდ სამეცნიერო დისციპლინა, იგი ხელოვნებაა, ამ სიტყვის ფართო გაგებით. თქვენ უნდა შეისწავლოთ სახელმწიფოს მართვის თეორია და მის საფუძველზე სწავლის პროცესშივე აითვისოთ გარკვეული პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამ მიზნით, ჩვენ განსაკუთრებულ დატვირთვას შევძენთ პრაქტიკულ მეცადინეობებს. მხოლოდ თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის გზით შესძლებთ დაეუფლოთ მართვის რთულ ხელოვნებას.
 
 
 
 
 
 
 
კოდი                                                                    SOCII1021
კრედიტი                                                             5
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                             მხეიძე მაკო
 
სოციალური ფსიქოლოგიის მიზანია შეისწავლოს კავშირები ადამიანებს შორის – გახადოს ეს უხილავი ძაფები ხილვადი ყველასათვის.
მოდული საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ: როგორ ან რას ფიქრობენ ადამიანები ერთმანეთზე, როგორ ზემოქმედებენ ან რა გავლენას ახდენენ და როგორ ეპყრობიან ერთმანეთს.
 
 
კოდი                                                                     PADI1262
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                                გოგატიშვილი მიხეილ
 
ეს კურსი შეწისწავლის პილიტიკური აზროვნების და პოლიტიკური პროცესების ძირითად მიმართულებებს თანამედროვე საქართველოში და მსოფლიოში. აქედან გამომდინარე კურსის შესწავლისას ძირითადი ყურადღება მიექცევა პოლიტიკური პროცესების კონცეპტუალურ ანალიზს,მისი მიმდინარეობის სტრატეგიას და პრაქტიკას. აქედან გამომდინარე პოლიტიკური აქტორების მიერ  შესაბამისი მოქმედების სტრატეგიის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პროცესში
 
 
კოდი                               
კრედიტი                            10
სემესტრი                           III - IV
მოდულის ხელმძღვანელი      ასოც. პროფესორი დალი ქადაგიშვილი
 
 
 
 
I დონე
 
მოდულის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს წინადადებების გრამატიკულად სწორად აგება, გამოუმუშავოს მათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები უკვე გავლილი გრამატიკის ბაზაზე. მოკლედ განიხილება სინტაქსი. სტუდენტებმა უნდა შეძლონ სწორი საუბარი შემდეგი თემების ირგვლივ: ოჯახი, ბიოგრაფია, ბინა, სეზონები, ჰავა, მგზავრობა და სხვ. მათ უნდა ჰქონდეთ უნარი გამოხატონ საკუთარი აზრი წერილობით. ყურადღება ექცევა პუნქტუაციის სწორად გამოყენებას.
 
II დონე
 
მოდულის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს გრამატიკული ფორმები, სტრუქტურები განსხვავებული სიტუაციური პირობების შესაბამისად. ისწავლება მორფოლოგია და სინტაქსი. სტუდენტმა უნდა შეძლოს სწორი საუბარი შემდეგი თემების ირგვლივ: ხელოვნება, მუსიკა, მუზეუმები, სამართალი, პოლიტიკა და სხვ. იხვეწება წერითი მეტყველება. სრულდება ისეთი ხასიათის სამუშაოები, როგორიცაა კერძო წერილების, დღიურების წერა. ყოელივე ეს ემსახურება საკომუნიკაციო აქტის განვითარებას.
 
 
III დონე
 
მოდულის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს შეისწავლოს ბუნებრივი სასაუფრო ენა, რომელიც გამოიყენება ოფისებში, ბანკებში, სასტუმროებსა და სხვა საქმიან გარემოში, სადაც სასაუბრო ენა ინგლისური ან გერმანულია. სტუდენტებმა უნდა შეძლონ განვლილი ნებისმიერი თემატური ტექსტის ზეპირი და წერითი თარგმანი. გრძელდება მუშაობა წერითი მეტყველების, როგორც კომუნიკაციის ფორმის შემდგომ დახვეწაზე. ხდება მუშაობა თხზულებაზე, რეცენზიებზე, ესეებზე. სტუდენტი სწავლობს მასალის შეჯამებას და წერილობით მის გადმოცემას.       
 
 
 

III კურსი

 
კოდი                                                                     LAWIII1091
კრედიტი                                                             6
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                              ამირანაშვილი გივი
 
განვიხილავთ ეთიკის კოდექსის  მნიშვნელობას, როგორც საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლაში ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტს. ამ თვალსაზრისით, სტუდენტები ახლოს გაეცნობიან საჯარო სამსახურში კორუფციული საქმიანობის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ფორმებს, როგორიცაა: საჯარო მოსამსახურის მიერ სამეწარმეო საქმიანობის წარმოება; საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი შეუთავსებლობა; პოსტსამსახურებრივ საქმიანობასთან და საჩუქრების მიღებასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევა და საჯარო სამსახურში სტუმართმასპინძლობის გამოვლენის სხვადასხვა უკანონო ფორმები. დამატებით გავაშუქებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ტენდერი და სახელმწიფო კონტრაქტები; კონკურსის წესით მიღება საჯარო სამსახურში.  
 
 
 
კოდი                                                                     PADIII1131
კრედიტი                                                             5
სემესტრი                                                            II
მოდულის ხელმძღვანელი                              გიგიბერია როინ
 
გლობალური ინტეგრაციის პირობებში აუცილებელია შეგვეძლოს საერთაშორისო სტანდარტების დონეზე თანამშრომლობა და მოლაპარაკებების წარმოება. ამ მიზანს ემსახურება ეს კურსი, რომლის ამოცანას შეადგენს სტუდენტს გააცნოს ეტიკეტის არსი, მისი სახეობები და წარმოშობის პირობები, ეტიკეტსა და წეს-ჩვეულებებში არსებული განსხვავებები კულტურისა და ადგილ-მდებარეობის მიხედვით.განსაკუთრებულ ყურადყებას დავუთმობთ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებაში ქცევის ეტიკეტსა და ეროვნულ თავისებურებებს. ძალზე მნიშვნელოვანია კარგად გაერკვეთ რომ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრისას წარმატების მისაღწევად სავალდებულოა მოიქცეთ მისი ზნეობრვი ნორმების და ადაპთ-წესების შესაბამისად და არა ისე როგორც ამას ჩვენი კულტურა ითვალისწინებს
 
 
 
კოდი                                                                     POLIII1061
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I-II
მოდულის ხელმძღვანელი                                ამნიაშვილი თეა
 
წარმოდგენილი კურსის მიზანია – მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების და ყველა ფორმის თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა და გაანალიზება. ასევე, საქართველოს ადგილისა და ინტეგრაციის პერსპექტივების განსაზღვრა საერთაშორისო სისტემებში. მოდული მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ თემებს, თითოეული ლექცია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი – საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, მეორე – საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიული მიმოხილვა, XX საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები და დიპლომატია, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები, მესამე ნაწილში კი განხილული იქნება თემები საერთაშორისო ურთიერთობების ქრესტომათიიდან.
 
 
კოდი                                                                     LAWIII1121
კრედიტი                                                             6
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                                ქირია გია
 
საკორპორაციო სამართალის ძირითადი პრინციპების გააზრებასა და აღქმაში, იურიდიული პირების (ფირმების და კომპანიების) როლის მნიშვნელობის გაგებაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. საკორპორაციო სამართალის ტრანსნაციონალური განსხვავებების  და ერთიანობის პრინციპების შემეცნებაში. რათა შესძლოს შემდგომში წარმატებული მოღვაწეობა როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო არენაზე.           
 
 
კოდი                                                                     PADIII1151
კრედიტი                                                             6
სემესტრი                                                            II
მოდულის ხელმძღვანელი                                ფირცხალავა ეკა
 
მოდულის მიზანია გააცნოს სტუდენტებს  ქალთა როლის მნიშვნელობა კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისპროცესში  სამხრეთ კავკასიაში
 
 
 
 
 
კოდი                                                                     BUSI701
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            II
მოდულის ხელმძღვანელი                                დოც. მარინა მუჩიაშვილი
 
კურსის მიზანია _ ეკონომიკის პრინციპების შესწავლა. მათი ცოდნის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ეკონომიკური აზროვნების სისტემის ჩამოყალიბება, ეკონომიკური პერსპექტივების გააზრება, ძირითად ეკონომიკურ კატეგორიებში გარკვევა და, შესაბამისად, მაღალ პროფესიონალად ფორმირება._ სწავლის პერიოდში განვიხილავთ საკითხთა ფართო წრეს:
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრის მეთოდებს, რეალურ და ნომინალურ  მთლიან შიდა პროდუქტს, ფასების ინდექსს, მშპ-ის დეფლატორის გამოთვლას, მაკროეკონომიკურ არასტაბიულირობას, უმუშევრობას, ინფლაციას, ერთობლივ მოთხოვნასა და მიწოდებას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ასევე, ეკონომიკური ზრდის პრობლემას.

 
 
 
 
 

IV კურსი

კოდი                                                                     PADIII1161
კრედიტი                                                             5
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                              საგინაშვილი ნატო
 
კურსი მოიცავს კონფლიქტის შესახებ არსებული ძირითადი თეორიებისკონცეფციების და მიდგომების ანალიზს, კონფლიქტის სტრუქტურისა და ტიპოლოგიის შესწავლას. ასევე, კონფლიქტების პრევენციისა და კრიზისების მართვის საშუალებისა და მიმართულებების განხილვას. მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესს, როგორც პრობლემის მოგვარების უმთავრესი გზის ანალიზი.
 
 
კოდი                                                                     LAWIV1181
კრედიტი                                                             5
მოდულის ხელმძღვანელი                              ამირანაშვილი გივი
 
მოდული მიზნად ისახავს უნივერსალური და ევროპის რეგიონალური ორგანიზაციების ამოცანებისა და მიზნების შესწავლას. Gგანხილულია გაეროს, სისხლის სამართლის, საერთაშორისო სამართლის, ევრო საბჭოს, ნატოსა და ეუთოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათი როლი მსოფლიო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცების პროცესში და “ჩრდილოეთ-სამხრეთს" შორის პრობლემური ურთიერთობების მოწესრიგების ჭრილში. ამასთანავე, ზოგადად განხილულია აღნიშნული ორგანიზაციების ძირითადი ორგანოებისა და სტრუქტურების საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების წესი. გარდა ამისა, ცალკე მსჯელობის საგანია საქართველოსა და თითოეულ ამ ორგანიზაციას შორის უღტიერთობა, მათ შორის აქცენტი გადატანილია ნატოსა და საქართველოს, ევროკავშირისა და საქართველოს სამოკავშირეო და სამეზობლო პოლიტიკაზე.
 
 
კოდი                                                                     PADI1212
კრედიტი                                                             8
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                              იმერლიშვილი მარინა
 
წინამდებარე მოდულის მიზანია საბაზისო წარმოდგენის შექმნა პოლიტიკური ტექნოლოგიების როლზე პოლიტიკურ პროცესებში. 
სალექციო კურსის საფუძველს წარმოადგენს  თეორიული კვლევებისა და პრაქტიკული ტექნოლოგიების შედარებითი ანალიზი. კურსს აქვს თეორიული  და გამოყენებითი ხასიათი.
სალექციო კურსი საშუალებას მოგცემთ გააცნობიეროთ რომ ტექნოლოგიები ახლებურად აყენებენ პოლიტიკური მოვლენების გაზომვა-შეფასების პრობლემას, საფუძველს უყრიან პოლიტიკური პროცესების რეგულირების სპეციალიზირებულ საქმიანობას.
მოდულში განხილულია თანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიების ძირითადი  პრინციპები და მეთოდები, თავისებურებები. განხილულია პოლიტიკური კონფლიქტების კონტოლისა და მართვის, საინფორმაციო და საარჩევნო ტექნოლოგიების ძირითადი ტიპები.
 
 
კოდი                                                                     PADI1272
კრედიტი                                                             8
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                                რაზმაძე ნობარ
 
კურსის მიზანი - კურსი მიზნად ისახავს პერსონალის მართვის არსის, ამოცანების და მეთოდოლოგიური საფუძვლების და მათი მარეგულირებელი ნორმების გაცნობას.
ასევე არსებული პრობლემების და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზს.
განხილული იქნება საკითხები, რომელთანაც ყველაზე ხშირად აქვს შეხება სახელმწიფო მოხელეს და რომელთა ცოდნაც აუცილებელია მის ყოველდღიურ საქმიანობაში.ჩვენ შევისწავლით საჯარო სამსახურში წარმოშობილი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს, თეორიულ საფუძვლებს, ამ სფეროში არსებულ კვლევებს და რეკონემდაციებს.
 
 
კოდი                                                                     PADIV671
კრედიტი                                                             10
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                                ჯალიაშვილი ჯიმი
 
მიზანი: სახელმწიფო მართვისა და გეოპოლიტიკურ სისტემებს შორის ურთიერთგანსაზღვრუ-ლობის განმაპირობებელი ფაქტორების, პრინციპებისა და მექანიზმების სწავლება.
სალექციო კურსი გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მიზნიდან და ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
წარსული და თანამედროვე ეპოქის გეოპოლიტიკური კონცეფციები; გეოპოლიტიკური ეპოქების ანალიზი; სახელმ,წიფო მართვის ფორმებისა და გეოპოლიტიკური სტატუსის თანაფარდობა; ქვეყნის საშინაო და საგარეო სტაბილურობაზე გეოპოლიტიკური პროცესების ზეგავლენა; ენოპოლიტიკური ფაქტორების გეოპოლიტიკური მიზეზები; მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების (აშშ, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი, ისრაელი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა) გეოპოლიტიკური დოქტრინები; საერთაშორისო ურთიერთობების გეოპოლიტიკური მექანიზმები და ტექნოლოგიები და ა. შ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ-ანალიტიკური სამუშაოების მომზადებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გეოპოლიტიკურ ცვლილებათა შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი მოდერნიზაციის პროცესი, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის გეოპოლიტიკური ანალიზი, სოციო-კულტურულ პროცესებთან გლობალურ სახელმწიფო მართვის სისტემების თავსებადობის პრობლემები და ა. შ.
 
 
 
კოდი                                                                     PADIV1171
კრედიტი                                                             8
სემესტრი                                                            I
მოდულის ხელმძღვანელი                             ლაგაზიძე ხათუნა
 
ამ მოდულის მიზანია საქართველოს სახელმწიფო მართვის სისტემაში საკანონმდებლო; აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადგილსა და როლის განსაზღვრა; მაკონტროლებელი ორგანოების მოქმედი სისტემის შესწავლა; საქართველოს სახელმწიფო მართვის ტერიტორიული დონეების არსებითი მახასიათებლების შესწავლა ანუ გაცნობა საქართველოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის თავისებურებებისა.
 
 
 
  

   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group