საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng



სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები

პროფესიულ-ფსიქოლოგიური პროგნოზირების კვლევის ლაბორატორია 

პროფესიულ - ფსიქოლოგიური პროგნოზირების კვლევის ლაბორატორიას ანალოგი არა აქვს საქართველოში. ის ამუშავებს სხვადასხვა პროფესიისათვის დამახასიათებელ პროფესიულ-ფსიქოლოგიურ მოდელებს და, შესაბამისად, მახასიათებლების გამოვლენის ტესტების პაკეტს. საკვლევი პროფესიების არეალი, ძირითადად, მოიცავს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში არსებულ სპეციალობებს.
 

ლაბორატორიის მიზანია, ერთი მხრივ, მისცეს რეკომენდაციები პროგრამების კომიტეტებს ეფექტური პროგრამების შემუშავებისათვის, მეორე მხრივ, დაეხმაროს სტუდენტებს კვალიფიციური ცოდნის მიღებასთან და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად მოახდინოს საკუთარი ფსიქოლოგიური და პროფესიული თვისებების კორექცია. გამოკვლეულ სტუდენტებს ეძლევათ კომპიუტერული ტექნოლოგიით დამუშავებული ფსიქოგრამა, სადაც მოცემულია მათი ყველა პიროვნული და პროფესიული თვისების ხარისხი და რეკომენდაციები ამ თვისებათა კორექციისათვის. ამ კვლევითი ლაბორატორიის დირექტორია პროფესორი ნათელა იმედაძე.


   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group