რექტორის ოფისი
საფინანსო ოფისი
დეკანების ოფისი
იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ოფისი
დეკანის მესიჯი

ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ნოტინჰემ ტრენტის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლასთან. რამდენიმე წლის წინ ამ სკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მაიკლ განი სტუმრობდა ჩვენ ფაკულტეტს. თანამშრომლობამ თავისი შედეგი გამოიღო. უკვე ოთხი წელია დაინერგა იურისტთა მომზადების ევროპული სისტემა. პრაქტიკულად, ის რა რეფორმებიც დღეს იწყება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” საფუძველზე, ჩვენ ფაკულტეტზე უკვე დიდი ხანია სტანდარტადაა ქცეული. სისტემა უზრუნველყოფს სრულფასოვანი იურისტების მომზადებას, რომლებსაც მუშაობის დაწყებისთანავე შეუძლიათ სრულად განახორციელონ თავისი ფუნქცია კონკრეტული კომპეტენციის ფარგლებში.
ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ბევრად შორს წავიდა პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთმა სტუდენტმა, ირმა ოქროპირიძემ, რომელსაც მაღალი სარეიტინგო მონაცემები ჰქონდა, ერთწლიანი კურსი უკვე გაიარა იურიდიულ სკოლაში (უფასოდ), ფაკულტეტი ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებშიც;
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აშშ საელჩოს ატაშემ როენა ნაჯაფმა პირადად გადასცა ჯორჯიის უნივერსიტეტის სერთიფიკატები სტუდენტთა ერთ ჯგუფს, რომელმაც წარჩინებით დაასრულა ამ უნივერსიტეტის ლოკალური აკადემიური პროგრამები.
ჩვენ ფაკულტეტზე ყველა პირობაა იმისათვის, რომ თითოეულმა სტუდენტმა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი შესაბამისად, მიიღოს ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მაქსიმუმი.