ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის პროგრამა
სპეციალიზაცია: ტურიზმის მენეჯმენტი
I კურსი
კრედიტი 9
კრედიტი 5
6. საუნივერსიტეტო მოდულები
კრედიტი 6
II კურსი
9. მოდული ტურიზმი (ტურიზმის საფუძვლები)
კრედიტი 5
12. ფინანსური სერვისი I. მოდული ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება
კრედიტი 5
17. ბიზნესის ეთიკა (არჩევით)
კრედიტი 5
18. ინტერნეტ-ტექნოლოგიები (არჩევით)
კრედიტი 5
III კურსი
16. მოდული ტურიზმის სამართლებრივი რეგულირება (სასტუმროების და ტურისტული ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება) კრედიტი 5
17. მოდული ტურიზმის მარკეტინგი
კრედიტი 5
18. მოდული ტურიზმის ეკონომიკა (ტურიზმის ეკონომიკა)
კრედიტი 5
19. მოდული ტურიზმის ეკონომიკა (ტურიზმის ორგანიზაცია)
კრედიტი 5
20. მოდული პროდუქტის სამომხმარებლო ღირებულება. სერთიფიკაცია და ექსპერტიზა
კრედიტი 5
21. ადმინისტრირების ფინანსური ანალიზი (ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის ადმინისტრირების ფინანსური ანალიზი)
კრედიტი 5
23.
პროექტი (ტურიზმის ორგანიზაცია )
კრედიტი 5
საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა (არჩევით)
კრედიტი 5
24. სტრატეგიული მართვა (არჩევით)
კრედიტი 5
25. ბიზნეს კომუნიკაციები (არჩევით)
კრედიტი 5
26. რისკის მენეჯმენტი და დაზღვევა (არჩევით)
კრედიტი 5
IV კურსი
16. მოდული ტურიზმის მენეჯმენტი (ტურისტული ფირმის მენეჯმენტი- ტუროპერეიტინგი)
კრედიტი 5
17. მოდული ტურიზმის მენეჯმენტი (სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტი)
კრედიტი 5
18. მოდული რეკრეალოგია და კურორტოლოგია. (რეკრეალოგია და კურორტოლოგია კურორტის ინფრასტრუქტურა)
კრედიტი 5
19. საერთაშორისო ბიზნესი (არჩევით)
კრედიტი 5
20. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (არჩევით)
კრედიტი 5
21.
პროექტი (ტურისტული ფირმის მენეჯმენტი- ტუროპერეიტინგი )
კრედიტი 10
მათემატიკური მეთოდები ბიზნესში
კოდი BUS 1011
კრედიტი 5
სემესტრი I
მოდულის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნუგზარ გუბაძე, შოთა შენგელია
მოდულის გავლა აუცილებელია ეკონომიკური პრობლემების სიღრმისეული შესწავლით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. სწავლების პერიოდში დაეუფლებით მათემატიკური მეთოდების ისეთ სახეებს, როგორიცაა: განტოლებათა სისტემის ამოხსნა კრამერის ფორმულებით, ლეონტიევის მოდელი, ცოცხალი შრომის დანახარჯების განსაზღვრა, საერთაშორისო ვაჭრობის მოდელი (გაცვლის წრფივი მოდელი), მარტივი და რთული პროცენტის გაანგარიშება, დისკონტირება, გრძელვადიანი კრედიტების მართვა, დანახარჯების გამოთვლა, ოპტიმალური ამოცანის გრაფიკული ამოხსნა, გასაღების ბაზრის განაწილება და ა.შ.
ფინანსური მათემატიკა
კოდი BUS 1011
კრედიტი 5
სემესტრი II
მოდულის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნუგზარ გუბაძე, შოთა შენგელია
მოდულის გავლა აუცილებელია ეკონომიკური პრობლემების სიღრმისეული შესწავლით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. სწავლების პერიოდში დაეუფლებით მათემატიკური მეთოდების ისეთ სახეებს, როგორიცაა: განტოლებათა სისტემის ამოხსნა კრამერის ფორმულებით, ლეონტიევის მოდელი, ცოცხალი შრომის დანახარჯების განსაზღვრა, საერთაშორისო ვაჭრობის მოდელი (გაცვლის წრფივი მოდელი), მარტივი და რთული პროცენტის გაანგარიშება, დისკონტირება, გრძელვადიანი კრედიტების მართვა, დანახარჯების გამოთვლა, ოპტიმალური ამოცანის გრაფიკული ამოხსნა, გასაღების ბაზრის განაწილება და ა.შ.
კრედიტი 10
სემესტრი I - II
მოდულის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მურთაზ კვირკვაია
მოდული უზრუნველყოფს ძირითადი მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური ცნებებისა და თეორიის გაგებას. იგი გააცნობს სტუდენტებს ფირმის კლასიკურ თეორიებს და წარმოადგენს ფირმის ალტერნატიულ თეორიებს.
მოდულის მიზანია მეცნიერების თანამედროვე მიღწევების საფუძველზე სტუდენტებს გააცნოს ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარების კანონები და მექანიზმები.
კურსი წარმოადგენს სპეციალური ეკონომიკური, მათ შორის ფინანსების დისციპლინების, დაუფლების წინაპირობას. იგი საძირკველს უყრის აზროვნების ეკონომიკური სტილის, ეკონომიკურ-ფინანსური ანალიზის, გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მიღების უნარის ჩამოყალიბებას.
ბიზნესის საფუძვლები
კოდი BUS 1031
კრედიტი 10
სემესტრი I
მოდულის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მერაბ ზედგენიძე
მოდულის მიზანია ეკონომიკისა და ბიზნესის პრინციპების შესწავლა. სტუდენტები გაეცნობიან ეკონომიის პრობლემას, ინდივიდუალურ ბაზრებს, საბაზრო სისტემას, საქართველოს ეკონომიკას, ეროვნულ შემოსავალს, დასაქმებასა და ფისკალურ პოლიტიკას, მონეტარულ პოლიტიკას. მოდული საფუძველს შეუქმნის სტუდენტს სხვა სპეციფიკური ეკონომიკური დისციპლინების დაუფლებისათვის.
კომპიუტერული ტექნოლოგიები
კოდი BUS 1041
კრედიტი 9
სემესტრი I - II
მოდულის ხელმძღვანელი ვოვა ბურჟულაძე
მოდულში განხილულია პროგრამული პანელი, სასტარტო მენიუ. კონტექსტური მენიუ. მუშაობის ორგანიზაცია. ახალი დოკუმენტის შექმნა და შენახვა. დოკუმენტის რედაქტირების ხერხები. მცირე მოცულობის დოკუმენტის დაფორმატება. შრიფტები, ჩარჩო, ფონი. აბზაცის დაფორმატება. ცხრილები. კოლონტიტულები. ობიექტების ჩასმა დოკუმენტებში. ავტოტექსტის ელემენტები. მოდულის შესწავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად იმუშაონ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე.
მენეჯმენტის საფუძვლები
კოდი BUS 1051
კრედიტი 10
სემესტრი III - IV
მოდულის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი თამარ ღამბაშიძე
მოდულის ძირითადი მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ორგანიზაციის მიზანთა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირება, მართვის ხელოვნების დაუფლებისა ინდივიდუალური სტილის გამომუშავების კვალობაზე საკუთარი მენეჯერული უნარის გამოვლენა; მართვის სისტემის სრულყოფის ღონისძიებათა სოც.-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება.
უცხო ენა
კოდი HUM 1011
სემესტრი I - II
მოდულის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი დალი ქადაგიშვილი
I დონე
მოდულის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს გრამატიკის საფუძვლები: არსებითი სახელი, არტიკლი, ზედსართავი სახელი (შედარების ხარისხები), ზმნის დროები და სხვ. სტუდენტები გაეცნობიან ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საქართველოს ისტორიას ამ ხალხთა ადათ-წესებს. მათ გამოუმუშავდებათ წერის უნარ_ჩვევები, დაეფლებიან მართლწერას.
II დონე
სტუდენტი გრამატიკას ეუფლება იმ მიზნით, რომ შეძლოს ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის სწორად აგება და მეტყველების დროს მისი სწორად გამოყენება. მისი თემატური ლექსიკის მარაგი მაქსიმალურად იზრდება შერჩეული სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით. სტუდენტი სწავლობს გამართულ წერას. იხვეწება წერითი მეტყველება, საკუთარი აზრის გამოყენება ხდება თავისუფლად.
III დონე
მოდულის მიზანია სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლოს გრამატიკა, რაც ემსახურება გრამატიკის თავისუფლად გამოყენებას თარგმნისას, რეფერატზე, თხზულებაზე მუშაობისას და კომუნიკაციის დროს. სტუდენტებმა უნდა შეძლონ თხზულების დაწერა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საკითხებზე, პოლიტიკაზე, ხელოვნებაზე, ურთიერთობებზე და სხვა პრობლემებზე.
არჩევითი მოდულები
კრედიტი 10
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და ქართული კულტურა
კოდი UNI
კრედიტი 5
სემესტრი II
ხელმძღვანელი მასწ. თამარ ყაჭეიშვილი
რამდენადაც ეს მოდული არჩევითია და არა სავალდებულო, მიზნად ისახავს სტუდენტთა საერთო დონის ამაღლებას კულტურისა და ხელოვნების ისტორიაში. მსოფლიო მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშების გაცნობასა და მსმენელებში გემოვნების ჩამოყალიბებას. რადგანაც ეს დისციპლინა არ არის ამ კურსისათვის მაპროფილებელი, ამიტომ ის ხშირად მიიღებს დისკუსიის ფორმას, რათა სტუდენტებს განუვითარდეთ ხელოვნებაზე სწორად მსჯელობის უნარ-ჩვევა. რომ ის არ იყოს დამყარებული მხოლოდ მათ პირად გემოვნებაზე და შეხედულებებზე, არამედ ისწავლონ მიზეზი და გარემო სადაც ის წარმოიშვა და ამის შემდეგ გააკეთონ საკუთარი დასკვნები. ჩვენი მიზანია, არა მარტო, მივაწოდოთ მასალები, არამედ გავუღვივოთ მეტი ინტერესი ხელოვნებისადმი, რათა გვერდი არ აუარონ სახელოვნებათმცოდნეო პუბლიკაციებს, გამოფენებს.
საქართველოს და ცივილიზაციის ისტორია
კოდი UNI
კრედიტი 5
სემესტრი II
ხელმძღვანელი მასწ. დარეჯან მაჩალაძე
ამ მოდულის მიზანია საქართველოს ადგილის განსაზღვრა მსოფლიო ცივილიზაციაში.
საგანი წარმოაჩენს პირველი ბიბლიოთეკის, თეატრის, მუზეუმის, ოპერას შექმნის ისტორიას, მათ როლს საზოგადოების განვითარების საქმეში. ზოგადად განიხილავს ტანსაცმლის, ავეჯის დამზადების ხელოვნებას. მათ ცვალებადობას დროში და ეროვნულ თავისებურებებს.
განსაკუთრებული ყურედღება ექცევა ცივილიზაციის ელემენტების ჩასახვას და განვითარებას საქართველოში.
კურსის შესწავლის შემდეგ სტუდენტები თავისუფლად შეძლებენ ქართული კულტურის თვითმყოფადობის მიზეზების დადგენას და კულტურათა ურთიერთობების მნიშვნელობის დაფასებას.