საწყისი სიახლეები ხდკ საიტის რუკა კონტაქტი
geo     eng



სიახლეების ბიულეტენი


ინტერაქტივი
შეაფასეთ სტუდკავშირის მუშაობა 2007 წელს
საუკეთესო
კარგი
საკმარისი

კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები

ექსპერიმენტული კვლევის სტუდენტური ლაბორატორია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ დისციპლინათა კათედრასთან არსებულმა ექსპერიმენტული კვლევის სტუდენტურმა ლაბორატორიამ სტომატოლოგიური ფაკულტეტის დაარსებისთანავე დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე დიდ სამსახურს უწევს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს სამეცნიერო მუშაობაში.
 
სტუდენტებს, რა თქმა უნდა, დიდ დახმარებას უწევენ კვალიფიციური პედაგოგ-მასწავლებლები, პროფესორები.
        
ექსპერიმენტული კვლევის სტუდენტური ლაბორატორია აღჭურვილია საჭირო და აუცილებელი მასალით, გააჩნია ვივარიუმი, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი საექსპერიმენტო ცხოველების ნორმალური არსებობისათვის.
         
სტუდენტურ ლაბორატორიაში, ჯერ კიდევ 1999 წლიდან, ჩატარდა ექსპერიმენტული კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა სტუდენტთა ჯგუფი. დინამიკაში იქნა შესწავლილი ძვლოვანი ქსოვილის დეფექტის რეგენერაცია.
               
თავისი აქტუალობით და ჩატარებული სამუშაოს მოცულობით ყურადღებას იქცევს მომდევნო ექსპერიმენტიც, რომელიც ჩატარდა 2000 წელს ამავე ლაბორატორიაში პროფ. თ. ოქროპირიძის ხელმძღვანელობით. აქაც სტუდენტთა ჯგუფი მონაწილეობდა.
               
დინამიკაში (მე-7, მე-14, 21-ე დღეზე) შესწავლილი იქნა ჭრილობის შეხორცებაზე კოლალიტინის შემცველი მალამოს ზემოქმედება.
 
კოლალიტინის პრეპარატის ანტიბაქტერიული ზემოქმედება, თავის მხრივ, შესწავლილი იქნა  თბილისის ¹ 4 კლინიკური საავადმყოფოს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც დადგინდა მისი ეფექტურობა სტაფილოკოკურ და სტრებტოკოკურ შტამებზე, გამოვლინდა მისი მცირედი ანტიფუნქციური ზემოქმედებაც.
        
კვლევის მომდევნო ეტაპზე დამზადდა მორფოლოგიური პრეპარატები (თბილისის ტუბ-დისპანსერის მორფოლოგიური ლაბორატორია), რომელიც შესწავლილი იქნა სტუდენტ-ექპერიმენტატორების მიერ.             

ლაბორატორია უზრუნველყოფილია საექსპერიმენტო ინვენტარით - ყველა პირობაა შექმნილი  დაინტერესებული სტუდენტებში კვლევის უნარ-ჩვევების ფორმირებისათვის.  


   Copyright © 2005 Grigol Robakidze University   განახლება - 09.11.2008 Powered by    Web Consulting Group