მაგისტრატურა
ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
ბიზნესის ადმინისტრირება
კოდი BUS 1012
კრედიტი 7
კოდი BUS 1022
კრედიტი
კოდი BUS 1032
კრედიტი 5
კოდი BUS 1052
კრედიტი 6
კოდი BUS 1062
კრედიტი 5
კოდი BUS 1072
კრედიტი 8
კოდი BUS 1082
კრედიტი 7
კოდი BUS 1092
კრედიტი 5
კოდი BUS 1102
კრედიტი 5
კოდი BUS 1112
კრედიტი 5
კოდი BUS 2012
კრედიტი 5
კოდი BUS 2022
კრედიტი 5
კოდი BUS 2032
კრედიტი 5
კოდი BUS 2042
კრედიტი 5
კოდი BUS 2052
კრედიტი 5
კოდი BUS 2062
კრედიტი 7
კრედიტი 30
I კურსი
კოდი BUS 1012
კრედიტი 7
სემესტრი I - II სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ეკ. მეცნ. კანდიდატი, დოც. ლ. გვენეტაძე
მოდულის მიზანია მაგისტრანტები დაეუფლონ ფინანსების, როგორც შემოსავლების განაწილების ინსტრუმენტის, მიზნობრივ გამოყენებაში. მოდული მოიცავს მაკროდონეზე სახელმწიფო ფინანსების დაგეგმვის, ორგანიზაციის მოტივაციისა და კონტროლის პროცესებთან დაკავშირებულ საკითხების საფუძვლიან შესწავლას; მიკროდინეზე კი კორპორაცვიის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების ბალანსის, ფულის ნაკადების ბალანსის მართვას, რისკისა და დროის ფაქტორების გათვალისწინებით.
კოდი BUS 1022
კრედიტი 7
სემესტრი I - II სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ლალი ჩაგელიშვილი
მოდულის მიზანია მაგისტრანტები დაეუფლონ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს. მოდულის მიხედვით განსაზღვრული საკითხების შესწავლა დაეხმარებათ მათ სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების განსაზღვრაში, სახელმწიფო პოლიტიკის ეკონომიკისა და სასამართლოს ერთ მთლიანობით სისტემად არსებობაში. მოდული მოიცავს მაგისტრატურის სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს, რომლისგან უმთავრესია სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის არსი და მიზანი; მისი განხორციელების ძირითადი საშუალებები, ეკონომიკის რეგულირების მექანიზმი; საქართველოს ეკონომიკის საბაზრო მექანიზმზე გადართვის ძირითადი თავისებურებები, სოციალური ეკონომიკის შინაარსი და სახელმწიფოს როლი მის განხორციელებაში.
კოდი BUS 1032
კრედიტი 5
სემესტრი I სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი დევი გოგეშვილი
მოდულში შევეხებით ექსპორტ-იმპორტის მართვის ძირითად კანონებს, ცნობილ ეკონომიკურ მოდელებსა და მსოფლიო ეკონომიკის თეორიების კლასიფიკაციას. ვისაუბრებთ ასევე ტრანსეროვნული კორპორაციების საქმიანობაზე, ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ეკონომიკაზე.
კოდი BUS 1052
კრედიტი 6
სემესტრი I სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი თამარ ქებულაძე
მოდულის ძირითადი მიზანია მომავალ საერთაშორისო მენეჯერებს გააცნოს ინტერკულტურული მართვის საკითხები. კურსი მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა: სხვადასხვა კულტურების ქცევებისა და მოქმედებების თავისებურებები, განსაკუთრებით ბიზნესის საკითხებში; კონფლიქტების ოპტიმალურად და შემოქმედებითად გადაწყვეტის მეთოდები, ქცევის ნორმები სხვადასხვა კულტურულ სოციუმებში, საერთაშორისო ბიზნეს მოლაპარაკებების ოპტიმალური მეთოდები.
კოდი BUS 1062
კრედიტი 5
სემესტრი II სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფ. მანანა ნანიტაშვილი
მოდულის მიზანია მაგისტრანტები დაეუფლონ ფირმის საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობას, საქონელზე მოთხოვნის გაზომვის ხერხებს ამიკა, მიღებული შედეგების სამეურნეო გადაწყვეტილებათა მიღებაში გამოყენება, გაანალიზოს მყიდველის ქცევაზე მოქმედი ფაქტორები, კონკურენტთა ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება, საფასო პოლიტიკის შემუშავება.
კოდი BUS 1072
კრედიტი 8
სემესტრი I-II-III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ივანე იმერლიშვილი
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კურსი წარიმართება პრაქტიკული მეცადინეობების ფორმით და მთლიანად თქვენ აქტიურობაზე იქნება ორიენტირებული. კურსი შედგენილია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. Gგამოყენებული იქნება უახლესი მასალები და მეთოდოლოგია, რაც ხელს შეგიწყობთ მაღალ დონეზე დაეუფლოთ ინგლისურს პროფესიული მიზნებისათვის.
კოდი BUS 1082
კრედიტი 7
სემესტრი I-II სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი თენგიზ სამსონიძე
მოდულის მიზანია მყარი საფუძველი შეგიქმნათ თანამედროვე კოპმიუტერული შესახებ, გაეცნოთ უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფას და შესაძლებლობა მოგცეთ დამოუკიდებლად დაეუფლოთ ახალ პროგრამებს. დაეუფლებით საოფისე პროგრამებს. მნიშვნელოვანია კარგად გაერკვეთ ინფორმაციის შექმნის, შენახვის, ძიების ხერხებს, როგორც ცალკეულ კომპიუტერზე, ასევე ლოკალურ და გლობალურ ქსელებში მუშაობის დროს.
კოდი BUS 1092
კრედიტი 5
სემესტრი I სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ირმა კიკვიძე
მოდული მიზანია შეგასწავლოთ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) გამოყენება. მოდულის შესწავლისას მაგისტრანტები გაეცნობიან ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საფუძვლებს, საერთაშორისო ბუღალტერიის რეგულირების სისტემას, ბუღალტრული მონაცემების ჩაწერის, დამუშავებისა და შეჯამების წესებს.
კოდი BUS 1102
კრედიტი 5
სემესტრი II სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ირმა კიკვიძე
მოდულის მიზანია მყარი საფუძველი შეგიქმნათ ბუღალტრული პრონციპებსა და კონცეფციებში, რათა შეძლოთ მათი გამოყენება ფინანსური ინფორმაციის მომზადებისა თუ ანალიზის დროს შიდა ორგანიზაციული და გარე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ფინანსური ანგარიშგების შემადგენელი ელემენტების მომზადებას და მათზე ანალიზის განხორციელებას.
კოდი BUS 1112
კრედიტი 5
სემესტრი II სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი თამარ ქებულაძე
მოდული ეხება ინდივიდებისა და ჯგუფების ქცევის ემპირულ შესწავლას მიზნობრივ ორგანიზაციებში. გაეცნობით ახალ მმართველობით კულტურას, რისკისადმი მზადყოფნასა და პროგრესულ შესაძლებლობათა შემოქმედებითი ძიების უნარს, შრომითი რესურსების დაგეგმვას, ტრეინინგს და განვითარებას, შრომით ურთიერთობებს.
II კურსი
კოდი BUS 2012
კრედიტი 5
სემესტრი III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ეკ. მეცნ. კანდიდატი, დოც. დავით მჭედლიშვილი
მოდულის შესწავლის პროცესში თქვენ გაეცნობით იმ ძირითად შიდა და გარე ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ საბანკო საქმიანობაზე, იწვევენ ბანკის მოგების შემცირებას ან სულაც – ზარალს და გაკოტრებას. თქვენ საშუალება გექნებათ შეისწავლოთ ის ძირითადი ბერკეტები, რომელთა გამოყენებითაც ბანკს შეუძლია დაძლიოს/თავიდან აიცილოს სირთულეები. ლექციების პროცესში თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ თეორიულ ასპექტებს და გაიაროთ პრაქტიკული სახის მეცადინეობები.
კოდი BUშ 2022
კრედიტი 5
სემესტრი III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფ. მანანა ნანიტაშვილი
მოდულის მიზანია მაგისტრანტებს გააცნოს ის ცვლადი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული გარემო, რომელშიც იწარმოება ბიზნესი საზღვარგარეთ, აგრეთვე გთავაზობთ იმ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ წამოვიწყოთ პატარა, მცირე ან საშუალო ბიზნესი.
კოდი BUS 2032
კრედიტი 5
სემესტრი III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ციური ხმიადაშვილი
მოდულში შევეხებით და ერთად გავაანალიზებთ ბიზნესის ეთიკის თავისებურებებს _ ზნეობას, ეთიკურ ბიზნესსა და წარმატებებს, ქართული ხასიათის ბიზნესს, საქმიან ურთიერთობებსა და ეთიკას, საქმიანი ურთიერთობების ფსიქოლოგიას, თვითშეფასებასა და ბიზნესს, ეტიკეტს, როგორც ურთიერთობის ფორმას, ბიზნესის კულტურას, ეთიკური ბიზნესის სოციალურ როლს.
კოდი BUS 2042
კრედიტი 5
სემესტრი III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა
მოდული შეიცავს მენეჯმენტის ტექნიკას, რომელიც გამოიყენება პროექტის ტიპების ინფორმაციული სისტემების განვითარების, ბიზნესის დაწყების, მარკეტინგული კომპანიების, კვლევისა და სპეციალური მოვლენებისათვის. ყურადღება დაეთმობა ბიუჯეტის შედგენისა და კონტროლის პროექტების პროცესებს.
კოდი BUS 2052
კრედიტი 5
სემესტრი III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი
მოდულის მიზანია მაგისტრანტები დაეუფლონ საერთაშორისო კანონმდებლობას. აგრეთვე, გავეცნობით კანონის იმ რეალურ როლს, რომელსაც იგი თამაშობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ბიზნესისა და სხვა სახის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაში. მოდული ასწავლის მაგისტრანტს ბიზნესის ლეგალურ თუ ეთიკურ საკითხებ და თუ როგორ უნდა მართოს ლეგალური რისკი ბიზნესგადაწყვეტილებებისა და სამუშაო პირობების კონტექსტში.
კოდი BUS 2062
კრედიტი 7
სემესტრი III სემესტრი
მოდულის ხელმძღვანელი ეკ. მეცნ. კანდიდატი, გიზო სანაძე
მოდული შეიცავს მენეჯმენტის ტექნიკას, რომელიც გამოიყენება პროექტის ტიპების ინფორმაციული სისტემების განვითარების, ბიზნესის დაწყების , მარკეტინგული კომპანიების, კვლევისა და სპეციალური მოვლენებისათვის. ყურადღება დაეთმობა ბიუჯეტის შედგენისა და კონტროლის პროექტების პროცესებს.
კრედიტი 30