ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი
სადოქტორო პროგრამის მოკლე აღწერა
გთავაზობთ დასავლური ტიპის სადოქტორო (Ph.D) პროგრამას ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში. ეს არის კვლევაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც სტუდენტისაგან მოითხოვს სრულ დატვირთვას და საშუალოდ 3 წლის განმავლობაში გრძელდება
.
სადოქტორო სადისერტაციო საბჭოს კოდი: EB - 03.01.07 #1
პროგრამის მიზანია:
- პროფესორ-მასწავლებლების მომზადება, რომლებიც მოემსახურებიან ეკონომიკისა და ბიზნესის პროფილის უმაღლეს სასწავლებლებს; კერძო და საჯარო ორგანიზაციებს;
- ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში ახალი ცოდნის დამკვიდრება და სასწავლო უნარის გაძლიერება დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ინსტიტუტების მხარდასაჭერად.
ამ მიზნების შესასრულებლად პროგრამა გვთავაზობს თანამედროვე და ზუსტ სასწავლო კურსს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამედროვე თეორიულ ცოდნას და ინოვაციურ კვლევით მეთოდოლოგიას სპეციალობაში.
სპეციალობები:
- ეკონომიკა
- ბიზნესის ადმინისტრირება
მინიჭებული აკადემიური ხარისხი
პროგრამის შესახებ
სადოქტორო პროგრამა დეტალურად დამუშავდა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ჩატარდა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები და შეიქმნა სათანადო ინფრასტრუქტურა. სადოქტორო პროგრამის მოსამზადებელ პერიოდში უნივერსიტეტში დამკვიდრდა პროფესორ-მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პრაქტიკა; გაუმჯობესდა საბიბლიოთეკო და ტექნიკური რესურსები.
სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს პარტნიორი უნივერსიტეტების თანამონაწილეობას. სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტურანტურის შესახებ.
სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე გარდამავალ დებულებას იმ პირთათვის, რომლებიც 2007 წლის 1 იანვრამდე გახდნენ ასპირანტები ან მაძიებლები და ჩაბარებული აქვთ საკანდიდატო მინიმუმის ყველა გამოცდა.
სადოქტორო პროგრამის სტრუქტურა
|
№ |
საგნის დასახელება |
კრედიტები |
სემესტრები |
|
I |
II |
III |
IV |
V |
VI |
|
1. |
კვლევის მეთოდები |
5 |
5 |
|
|
|
|
|
|
2. |
რიცხობრივი მეთოდები და მოდელირება |
5 |
|
5 |
|
|
|
|
|
3. |
სპეციალობის დისციპლინები |
40 |
20 |
20 |
|
|
|
|
|
4. |
პედაგოგიკა |
10 |
5 |
5 |
|
|
|
|
|
5. |
სადისერტაციო თემის მომზადება და დაცვა (სემინარებთან ერთად) |
120 |
|
|
30 |
30 |
30 |
30 |
|
ს უ ლ |
180 |
30 |
30 |
30 |
30 |
30 |
30 |
მეთოდოლოგიური სამუშაო
- საფეხური, რომელიც ამზადებს სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, სადოქტორო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.
- სამუშაო შედგება სასწავლო პროცესისაგან, რომლის პერიოდში სტუდენტი შეისწავლის ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა მატემატიკური ანალიზი, ალბათობის თეორია და სტატისტიკური ანალიზი, ეკონომეტრიკა და სხვა სპეციალიზებული საგნები.
სადოქტორო სემინარები
- სტუდენტი ეცნობა მისი სპეციალობის ირგვლივ არსებულ კვლევით ლიტერატურას.
- ამზადებს მას ხარისხიანი კვლევის ჩატარებისათვის და სადისერტაციო ნაშრომის დასაწერად.
- ეხმარება სტუდენტს წარმატებული კვლევის ჩატარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში.
საერთო გამოცდა
- გამოცდა ტარდება პირველი ორი საფეხურის დასრულებისთანავე.
- ის დაფუძნებულია ცოდნაზე, რომელიც მიღებულია სტუდენტის სწავლის პერიოდში და სემინარების მომზადებისას.
- ამ საფეხურის წარმატებული გავლა მიიყვანს სტუდენტს დისერტაციამდე.
დისერტაცია
- სადოქტორო პროგრამის ბოლო საფეხური.
- კვლევითი ნაშრომი, რომელიც მიღებულია ხანგრძლივი კვლევითი საქმიანობის შედეგად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- გამოავლინოს ახალი მიდგომები კვლევის სფეროში
- შესაძლებელი იყოს მისი დაბეჭდვა რეფერირებად ჟურნალებში და იყოს ღირებული კვლევითი ლიტერატურისათვის
თუკი თქვენ დაინტერესდით ამ სადოქტორო პროგრამით, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ პროგრამაზე სწავლა მოითხოვს თქვენგან სრული დატვირთვით მუშაობას, კვლევისა და პრეზენტაციების ჩატარების უნარ-ჩვევებს და დროის ეფექტურ მენეჯმენტს.